კონდიტერი

კოფისტა
Restaurant/Food
Tbilisi
Vacancy
04-05
04-06
1000 + ბონუსი


Coffee Shop-ების ქსელი "კოფისტა" აცხადებს ვაკანსიას კონდიტერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი

გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე

ანაზღაურება: 1000 ლარი (+ ბონუსი)

მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცილება
  • სხვადასხვა მენიუზე მუშაობის გამოცდილება საკონდიტრო მიმართულებით
  • ახალი იდეების და რეცეპტების დანერგვა საკონდიტრო მიმართულებით
  • უსაფრთხოების, ჰიგიენისა და სანიტარული სტანდარტების ცოდნა
  • კომპანიაში არსებული შიდაგანაწესის ნორმების ზედმიწევნით დაცვა.

ძირითადი მოვალეობები:

  • ნამცხვრების და სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმის გამოცხობა;
  • საკონდიტრო პროდუქტების ვიზუალური გაფორმება;
  • სხვადასხვა სახის კრემების მომზადება;
  • პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი;
  • ტექნოლოგიური პროცესის სრული სიზუსტით დაცვა და არსებული მარაგების კონტროლი;
  • ნედლეულისა და მზა პროდუქტების სტანდარტების მიხედვით შენახვა;
  • სხვადასხვა სახის საკონდიტრო პროდუქტის გამოცხობა, კომპანიის მიერ შემუშავებული შიდა საწარმოო სტანდარტის მიხედვით;
  • სამუშაო გარემოში ჰიგიენური ნორმების დაცვა, მანქანა-დანადგარების გასუფთავება.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • ენერგიული
  • პოზიტიური
  • პუნქტუალური
  • გუნდში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@coffeesta.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.