ტერმინალების მომსახურების ინკასატორი

Oppa
Finance
Adjara
Vacancy
06-05
06-06


სს ოპპა ფინანსურ - ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა ელექტრონული საფულე www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.

სს "ოპპა"  აცხადებს ვაკანსიას აჭარაში ტერმინალების მომსახურების ინკასატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: აჭარა, ბათუმი

პოზიციის  მიზანია  

  •  ქსელში არსებული ტერმინალების ინკასაცია.

პასუხისმგებლობა და ფუნქცია-მოვალეობები

  • ქსელში არსებული ტერმინალების ინკასაცია;
  • მოწყობილობის გასუფთავება;
  • საჭიროების შემთხვევაში მოწყობილობის გადაადგილება ან ამოცვლა;

სავალდებულო მოთხოვნები

  • მართვის მოწმობა - B კატეგორია;
  • უძრავი ქონებით უზრუნველყოფა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სამუშაოს ორგანიზება;
  • სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.

სს “ოპპას” შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს  პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დიკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში.  გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 2 303 308.