საწყობის მუშა
Warehouse
Tbilisi
Vacancy
06-05
06-06
600
შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
2015 წლის 23 მაისს შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგ“-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი ,,დომინო“, რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ის ტერიტორიაზე.
ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მუშის პოზიციაზე ლილოში მდებარე საწყობში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- საწყობში მოსული ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა;
- შემოსული პროდუქციის დასაწყობება;
- სხვა ფიზიკური სამუშაოების შესრულება, რაც დაკავშირებულია ჰიპერმარკეტის საქმიანობასთან;
პიროვნული თვისებები:
- კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
- პუნქტუალურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
პირობები:
- გრაფიკი: 5 დღიანი სმენა (2 დღე დასვენება); 09:00-19:00
- ხელფასი: 600 ლარი
- ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ჰიპერმარკეტ დომინოს საინფორმაციოში არსებული განაცხადის ფორმა ან გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!