კორპორატიული დაზღვევის უფროსი მენეჯერის ასისტენტი

სადაზღვევო კომპანია ალდაგი
Insurance
Tbilisi
Vacancy
07-05
07-06


სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული დაზღვევის უფროსი მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე, კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #66ა (სათავო ოფისი)

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტისგან ხელშეკრულების მოსამზადებლად საჭირო დოკუმენტაციის გამოთხოვა;
  • ინგლისურად და ქართულად კომუნიკაციის წარმოება კომპანიის არსებულ კლიენტებთან, ადგილობრივ და რეგიონულ პარტნიორებთან;
  • კლიენტთან გასაგზავნი სადაზღვევო დოკუმენტაციის მოწესრიგება და გაგზავნის უზრუნველყოფა;
  • სადაზღვევო ხელშეკრულებისადა ინგლისურენოვანი წერილების მომზადება;
  • დოკუმენტაციის მართვა;
  • ტექნიკური საკითხების კურირება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მნიშვნელოვანია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე (როგორც წერილობით, ასევე საკომუნიკაციო დონეზე) ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • სწრაფად ათვისების უნარი;
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • კომუნიკაბელური;
  • პუნქტუალური და მოწესრიგებული.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი CV 2021 წლის 16 მაისის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - "კორპორატიული დაზღვევის უფროსი მენეჯერის ასისტენტი".

სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.