მერჩანტებთან ურთიერთობის კოორდინატორი

კრისტალი
Finance
Tbilisi
Vacancy
11-05
11-06


ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას მერჩანტებთან ურთიერთობის კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილდებარეობა: თბილისი

,,კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 345 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ყავს 1,000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50-მდე ფილიალით და ემსახურება 100,000-ზე მეტ მომხმარებელს.

 „კრისტალი“ გთავაზობთ:

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
  • საუკეთესო სამუშაო პირობებს

ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი პარტნიორების/საცალო სავაჭრო ორგანიზაციების მოძიება, მათთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება, ხელშეკრულების გაფორმება და მათი შესრულების კონტროლი;
  • არსებულ პარტნიორებთან/საცალო სავაჭრო ორგანიზაციებთან ურთიერთობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე ზრუნვა, მათთან აქტიური კომუნიკაცია;
  • ბაზარის სიახლეების გაცნობა და ბაზრის პერიოდული ანალიზი;
  • პარტნიორებთან და მათ თანამშრომლებთან პროდუქტის შესახებ ტრენინგების ორგანიზება და განხორციელება;
  • კლიენტთა მომსახურების ხარისხის კონტროლი;
  • საკრედიტო კომიტეტში მონაწილეობა და პროცესის მონიტორინგი;
  • პერიოდული ანგარიშგება.

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების,  ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • ანალოგიურ პოზიციაზე 2 -წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია);
  • რუსული ენის B2 დონეზე ცოდნა (სასურველია);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word/Excel/Powerpoint);
  • კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობა;
  • ანალიტიკური აზროვენბა;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი

დაინტერესებულ პირებს რეზიუმეს გამოგზავნა შეუძლიათ 2021 წლის 25 მაისის ჩათვლით შემდეგ სააპლიკაციო ფორმა

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.