SME ლიზინგის გაყიდვების მენეჯერი

კრისტალი
Sales
Tbilisi
Vacancy
11-05
11-06


ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას SME ლიზინგის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული

,,კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 345 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ყავს 1,000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50-მდე ფილიალით და ემსახურება 100,000-ზე მეტ მომხმარებელს.

„კრისტალი“ გთავაზობთ:

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

ძირითადი მოვალეობები:

  • მიკრო და მცირე სეგმენტის  ლიზინგის კლიენტების მოზიდვა და შემდგომში მათი მომსახურება; (თანხის ლიმიტი: 5,000 - დან 100 000 ლარამდე)
  • პოტენციური კლიენტების ბაზების შექმნა და მათთან კომუნიკაციის მართვა;
  • მომწოდებლებთან ბიზნეს ურთიერთობების ჩამოყალიბება;
  • ლიზინგით შესაძენი აქტივების ეკონომიკური ეფექტიანობის არგუმნეტაცია;
  • წარმოების სხვადასხვა პროცესების გაუმჯობესების მიზნით საინვესტიციო რეკომენდაციების შეთავაზება;
  • სექტორის ტენდენციების მიგნება და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიწოდება მენეჯმენტისთვის და  კლინტისთვის;
  • სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებების დაგეგმვა და/ან მონაწილეობა.

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • ფინანსურ და სადაზღვეო სექტორებში, ან ძირითადი საშუალებების მომწოდებელი კომპანიების (იგულისხმება სატრანსპორტო საშუალებების, აგრო დანიშნულების მანქანა-დანადგარების, სამშენებლო მანქანა- დანადგარები, ინდუსტრიული მანქანა დანადგარები, მსუბუქი ავტომობილების, სამედიცინო მოწყობილობების და სხვა მსგავსი აქტივების  მომწოდებლები ) გაყიდევბში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად
  • ფინანსური მათემატიკის, ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა სასურველია;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე,
  • ანალიტიკური  და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს 2021 წლის 24 მაისის ჩათვლით  შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.