რეგიონალური მენეჯერი

Clean House
Manager
Tbilisi
Vacancy
11-05
11-06


მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ დაარსდა 2009 წელს. თავდაპირველად  მაღაზიები მხოლოდ დედაქალაქში იხსნებოდა, თუმცა 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღესდღეობით საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში არის წარმოდგენილი 172 ფილიალით.

 „სუფთა სახლი“ მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგი  კატეგორიის პროდუქცია:  პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე მისაღები ფასი. სწორედ ამიტომ  ჩვენს ქსელში ყოველთვიურად შეხვდებით ყველა კატეგორიაში არსებულ სააქციო პროდუქციას ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად. 

„სუფთა სახლში“ მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 1000-ზე მეტი თანამშრომელი და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა  ძლიერი გუნდი,  რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.  

ამჟამად მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქცია - მოვალეობები:

  • ფილიალების გამართული მუშაობის მხარდაჭერა და კონტროლი;
  • ფილიალის მენეჯერებისთვის დავალებების მიცემა და  შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
  • კომპანიაში მიმდინარე ცვლილებების და  სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • ობიექტების გადაბარებისას ინვენტარიზაციის პროცესის  კონტროლი;
  • მომსახურების ხარისხის, დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
  • კოორდინაცია ფილიალებსა და ადმინისტრაციას შორის;
  • ახალი ფილიალის გახსნის ორგანიზება;
  • სააღრიცხვო პროგრამასთან მუშაობა;
  • რეპორტინგი;
  • მივლინებები საჭიროების შემთხვევაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის სფეროში);
  • აუცილებელია გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
  • Microsoft Excel-ის ცოდნა;
  • სასურველია უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, რუსული).

დამატებითი უნარები:

  • მართვის და ორგანიზების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის  ეფექტურად განაწილების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელური;
  • ენერგიული;
  • პუნქტუალური;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

(აუცილებელია კანდიდატს ქონდეს საკუთარი მსუბუქი ავტომობილი; სამსახურისთვის საჭირო საწვავი ანაზღაურდება)

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრეინინგებს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge . გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „რეგიონალური მენეჯერი“.

მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები „სუფთა სახლი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!