უნივერსალური ელექტრიკოსი

Mr Master
Maintenance
Tbilisi
Vacancy
12-06
12-07
1400-1800


კომპანია მისტერ მასტერი უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე, რომელიც 24 საათი, კვირაში 7 დღე,  სთავაზობს  მომხმარებელს  სწრაფ და მრავალფეროვან სერვისს საყოფაცხოვრებო, კომუნალურ სფეროში.   საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://mrmaster.ge  .  https://www.facebook.com/mrmaster.ge/

კომპანია „მისტერ მასტერი აცხადებს ვაკანსიას  უნივერსალური ელექტრიკოსის პოზიციაზე
მდებარეობა : თბილისი; 

სამუშაო გრაფიკი: სრული

ანაზღაურება: 1400-1800 ლარი

აუცილებელი მოთხოვნები:

  • მართვის მოწმობის „B” - კატეგორია;
  • საკუთარი ავტომობილის ქონა;
  • გამოცდილების ქონა შესაბამის სფეროში;

ზოგადი მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • თავაზიანობა /კოლეგიალურობა;


უნივერსალური ელექტიკოსის ძირითადი ფუნქცია -მოვალეობები:

  • ჭაღი/ბრა/ამსტრონგის სანათის დემონტაჟი/მონტაჟი/გადაკეთება დიოდურ ნათებაზე;
  • ჩამრთველის დემონტაჟი/მონტაჟი/შეკეთება;
  • ელ.ავტომატის დემონტაჟი/მონტაჟი/შეკეთება;
  • ელ.სადენის მოჭიმვა, ღია/დახურული გაყვანილობა;
  • დაზიანებული მონაკვეთის პოვნა/აღდგენა.( ე.წ. „პრაზვონკა“);
  • სენსორული განათების მონტაჟი;
  • დენის მრიცხველის ერთფაზა/სამფაზა დემონტაჟი/მონტაჟი;
  • ფაზის გადაადგილება;
  • ცენტრალური ელ.ფარის აწყობა;
  • გენერატორის დემონტაჟი/მონტაჟი/შეკეთება;

ჩვენ გთავაზობთ:

  • ხელზე ასაღებ ანაზღაურებას 1400 – 1800 ლარს;
  • ნორმირებულ სამუშაო გრაფიკს;
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
  • კორპორატიულ სასაუბრო და ინტერნეტ ბალანსს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;

თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა  შეესაბამება სამუშაოს სპეციფიკას და მოთხოვნებს, გამოგვიზავნეთ CV / რეზიუმე მისამართზე HR@mrmaster.ge  (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება)  ან  დაგვიკავშირდით კომპანიის ცხელ ხაზზე 09:00 საათიდან 21:00 საათამდე  -  (032) 2 404 404.
ჩვენი მისამართია: ვაკე-საბურთალოს რაიონი, უნივერსიტეტის ქუჩა  #24

„მისტერ მასტერი“ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!