მობილური აქსესუარების გაყიდვების კონსულტანტი

navne
Sales
Tbilisi Rustavi Telavi
Vacancy
10-06
10-08


კომპანია ,,ნავნე’’ არის ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი საქართველოში.კომპანია 9 წელია ბაზარზე ოპერირებს და ფლობს 23 მაღაზიას მთელი საქართველოს მაშტაბით. ნავნეს მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი:ტანისამოსი,ფეხსაცმელი,აქსესუარები,კოსმეტიკა,პარფიუმერია და ჰიგიენა.სათამაშოები,სახლის დეკორი,საკანცელარიო ნივთები.მაღალი ხარისხი და დაბალი ფასები ,,ნავნე’’-ს მთავარი უპირატესობაა.

კომპანია „ნავნე“აცხადებს ვაკანსიას მობილური აქსესუარების  გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე 

სამუშაოს სთავაზობს  მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატებს თბილისში, სანდრო ეულის ფილიალში.

გრაფიკი: კვირაში 5 დღე

ანაზღაურება: ფიქსირებული (დამატებით საბონუსე სისტემა)

ძირითადი მოვალეობები:             

  • მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და მომსახურება;
  • მომხმარებლისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტისა და მახასიათებლების შესახებ;
  • მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
  • სამუშაო ადგილზე სისუფთავის დაცვა;
  • მომხმარებლის მოზიდვის მიზნით კომპანიის მიერ დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის  გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ  რეზიუმე ფოტოთი ელ. ფოსტაზე hr@navne.ge   და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიისდასახელება და ქალაქი.