მოლარე-ოპერატორი

Amboli
Sales
Tbilisi
Vacancy
10-06
10-08


შპს „ამბოლი“ წარმოადგენს Georgia Capital PLC (https://georgiacapital.ge) ჯგუფში შემავალ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:

www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge

კომპანია „ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - თბილისი

ძირითადი მოთხოვნები:

  • საშუალო განათლება;
  • მოლარის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ნაღდ ვალუტასთან მუშაობის უნარი.

აუცილებელი უნარები:

  • ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

  • ფინანსური ოპერაციების პროგრამული ასახვა;
  • სასაქონლო ზედნადების და სალარო ოპერაციების შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება (შემოსავლის/გასავლის ორდერი, გადახდის ქვითარი);
  • სალარო-აპარატის და საბანკო ტერმინალის მოხმარება;
  • დღის ბოლოს წარმოებული ოპერაციების დოკუმენტაციისა და პროგრამული მონაცემების შედარება და სისწორის უზრუნველყოფა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@amboli.ge 2021 წლის 24 ივნისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - მოლარე-ოპერატორი.

კომპანია „ამბოლში“ თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია „ამბოლის“ მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში."