მოლარე

JIBE Cash & Carry
Sales
Tbilisi
Vacancy
11-06
11-08
700 + ბონუსი


კომპანია ჯიბე Cash & Carry, თბილისში, ნავთლუღის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე

ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნავთლუღი, მეველეს ქუჩა #20

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ანაზღაურება: 700 ლარი და კვარტლური ბონუსი, მაღაზიის გაყიდვების მიხედვით

მოლარის ფუნქცია-მოვალეობები:

  • გაყიდული პროდუქტის აღრიცხვა შესაბამის პროგრამაში
  • პროდუქციის სანაცვლოდ მომხარებლისაგან თანხის მიღება ნაღდი ან/და უნაღდო ანგარიშსწორებით.
  • დადგენილი პერიოდულობით სალაროში არსებული თანხის გადათვლა, შესაბამისი ლიმიტის დაცვით თანხის ცენტრალურ სეიფში ინკასირების პროცესის უზრუნველყოფა;
  • სალაროს ზონასთან არსებული პროდუქციის ვადებისა და მდგომარეობის კონტროლი;
  • სასაქონლო ზედნადების მომზადება;

მოთხოვნები:

  • სასურველია შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, Apex-ში მუშაობის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • სასურველია გამოცდილება პირველადი მოხმარების პროდუქციის სფეროში

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@jibe.ge.

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.