Java დეველოპერი

Vabaco
Information technology
Tbilisi
Vacancy
14-06
14-08
4000-5500


პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული ინოვაციების დარგში მოღვაწე კომპანია ვაბაკო ეძებს Java დეველოპერს, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი ციფრული პროდუქტების შექმნაში. გთავაზობთ კრეატიულ, მეგობრულ დადინამიურ გარემოში პოტენციალის გამოვლენას, სადაც ჯანსაღი ინიციატივა და საქმის მაღალი ხარისხით შესრულებააუცილებლად ფასდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • OOP პრინციპების კარგი ცოდნა და აღქმა;
  • პროექტირების და პროგრამირების პატერნების ცოდნა;
  • ვებ პროგრამული უზურნველყოფის შემუშავების მეთოდოლოგიებისა და პროცესის ცოდნა მაღალ დონეზე;
  • SQL-ის ცოდნა და RDBMS-თან მუშაობის გამოცდილება;
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება Java-ზე პროგრამირებაში;
  • ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებებში ან შესაბამისი პროგრამების ცოდნის სერთიფიკატები.

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
  • ანაზღაურება - 4,000-5,500 ლარი ხელზე;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.

ვაბაკოში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ვაბაკოს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: devjobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება Java Developer