გაყიდვების კონსულტანტი

Gastronome
Sales
Tbilisi
Vacancy
14-06
14-08


დელიკატესებისა და პრემიუმ ხარისხის პროდუქტების მაღაზიათა ქსელი Gastronome • გასტრონომი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

https://www.facebook.com/GastronomeGeorgia/

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციის მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა
  • მომხმარებლების კონსულტაცია პროდუქციის შესახებ
  • მომსახურების მაღალი დონის უზრუნველყოფა
  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის კონტროლი (ფასების შესაბამისობა, ვარგისიანობა,  განლაგება, ანოტაციების შესაბამისობა და ა.შ.)
  • პროდუქციის დაჭრა, აწონვა და ა.შ.
  • ონლაინ შეკვეთების მიღება და მომსახურება (გლოვო, ვოლტი და ა.შ.)

მოთხოვნები:

  • სასურველია  1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საცალო ვაჭრობის ან HORECA სფეროში
  • უმაღლესი განათლება (დასაშვებია სტუდენტი)
  • სავალდებულოა ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
  • კომუნიკაციის გამორჩეული უნარი
  • გამართული მეტყველება

პირობები:

  • ანაზღაურება:  800 ლარი + ბონუსი გამომუშავებით (700 ლარი საგამოცდო ვადის პერიოდში 3 თვე)
  • სამუშაო გრაფიკი:  მოძრავი ( ამ ეტაპზე 2 დღე სამუშაო/2 დღე დასვენება, კომენდანტის საათის გაუქმების შემდგომ კვირაში  6 დღე 39 საათი, 3 დღე 09.30 – 16.30/3 დღე 16:30 – 23.00,  შესვენება 1 საათი)
  • ლოკაცია : თბილისი (ვაკე, სოლოლაკი, დიღომი, ვაჟა ფშაველა)

დაინტერესების შეთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV   შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge

სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.