პრისელერი

Sante GMT Product
Distribution
Tbilisi
Vacancy
15-06
15-08
400 + ბონუსი


კომპანია "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" (2016 წლიდან ლაქტალისის ჯგუფის წევრი - lactalis.com)  ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების შეუფერხებელ მიწოდებას.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" აცხადებს  პრისელერის ვაკანსიას თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტებთან ვიზიტი განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით და შეკვეთების მიღება;
  • არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება /შენარჩუნება;
  • კლიენტების რაოდენობის გაზრდა;
  • პროდუქციის განლაგება თაროზე განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად;
  • გაყიდვების გაზრდის მიზნით სპეციალური აქტივობების განხორციელება;
  • თაროზე პროდუქტის იერსახის და მერჩენდაიზინგის კონტროლი;
  • გაყიდვების გაზრდაზე  და მარშრუტებზე დაწესებული გეგმების შესრულება.

 მოთხოვნები და უნარები:

  • სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში ანალოგიურ თანამდებობაზე;
  • მოქმედი მართვის მოწმობა;
  • საკუთარი მსუბუქი ავტომობილი;
  • კომპიუტერის თავდაჯერებული მომხმარებელი;
  • გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებული;
  • დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: hr@sante.ge ან დარეკონ ნომერზე  +995 591 12 83 61 .გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება. ასევე,

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" გისურვებთ წარმატებას!