ანაზღაურებადი სტაჟირება ფინანსურ დეპარტამენტში

მადარტი
Finance
Tbilisi
Internship
16-06
16-08


კომპანია „მადარტი“ 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. მადარტის  უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებელის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება. 

კომპანია „მადარტი“  მსურველებს იწვევს ანაზღაურებად სტაჟირებაზე ფინანსურ დეპარტამენტში.

სტაჟირების ადგილი: თბილისი - ბელიაშვილის 145

სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე

სამუშაო განაკვეთი: სრული; კვირაში 5 დღე

სტაჟირების პერიოდში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა შეისწავლოთ:

  • პირველადი დოკუმენტაციის მომზადება;
  • ბუღალტრული გატარებების შესრულება;
  • rs.ge-ზე მუშაობა;
  • რეპორტების მომზადება;

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება - სასურველია ფინანსური / ბუღალტრული მიმართულებით;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე jobs@madart.ge.

კომპანია მადარტი გისურვებთ  წარმატებას