აგრო ექსპერტი

New Vision Insurance
სპეციალისტი
Tbilisi
Vacancy
21-06
21-08


"New Vision Insurance" აცხადებს ვაკანსიას აგრო ექსპერტის პოზიციაზე:

დაქვემდებარება: პროექტების ხელმძღვანელი

სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაოს აღწერილობა: საქართველოს რეგიონებში აგრო ზარალების შეფასება

ფუნქცია მოვალეობები:

  • საქართველოს რეგიონებში ადგილზე გასვლით აგრო ზარალების შეფასების პროცესის მართვა- შეფასება, ადმინისტრირება, დასკვნის დადება.
  • შემთხვევის ადგილზე ზარალის შეფასების პროცესის შემუშავება, იდენტიფიცირება და კლიენტისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება
  • შემთხვევის ადგილზე გასვლის ორგანიზება
  • შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მუდმივი მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელი:

  • უმაღლესი განათლება აგრარულ სფეროში
  • საქართველოში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების ცოდნა
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა

პიროვნულობა:

  • მოტივირებული
  • პასუხისმგებლიანი
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • კომუნიკაბელური
  • გუნდური
  • მოლაპარაკებების უნარი

სასურველი:

  • სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
  • რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა

სადაზღვევო კომპანიის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ: ეთანხმებით, რომ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" უფლებამოსილია, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, დასაქმების მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; ანიჭებთ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;

1 (ერთი) წლის განმავლობაში, სადაზღვევო კომპანიაში თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენს შესახებ მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელ. მისამართზე: Vacancy@nvi.ge. სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას !