გაყიდვების მენეჯერი
Sales
Tbilisi
Vacancy
21-06
21-08
"New Vision Insurance" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
დაქვემდებარება: გაყიდვების ჯგუფის უფროსი
სამუშაო განაკვეთი: ინდივიდუალური
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს აღწერილობა: სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება/გაყიდვა
ფუნქცია-მოვალეობები:
- დღის განმავლობაში საჭირო ინფორმაციის დამუშავება
- პოტენციურ მომხმარებელთან ვიზიტი/კონტაქტი
- პროდუქტის გაცნობა და მის შესახებ ამომწურავი და სწორი ინფორმაციის მიწოდება პოტენციური მომხმარებლისთვის
- პროდუქტის გაყიდვა
- ორგანიზაციის მიერ მიწოდებული მასალების გავრცელება
- პოტენციური კლიენტების ბაზის სისტემატური განახლება
- პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება
- ანგარიშის წარდგენა განხორციელებული ვიზიტების შესახებ მოთხოვნის შესაბამისად
- ყოველდღიურად უშუალო ხელმძღვანელთან სამუშაო დღის შედეგების წარდგენა
- უშუალო ხელმძღვანელისთვის ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აუცილებელი:
- სრული ან არასრული უმაღლესი განათლება
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- გაყიდვების/სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნულობა:
- ყურადღება დეტალების მიმართ
- გუნდური მუშაობის უნარი
- დროის ეფექტური გამოყენების უნარი
- კონფიდენციალობის დაცვის უნარი
- პრეზენტაბელურობა
- მაღალი მოტივაციის გრძნობა
- დარწმუნების და სასურველი შედეგის მიღწევის უნარი
სადაზღვევო კომპანიის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ: ეთანხმებით, რომ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" უფლებამოსილია, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, დასაქმების მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; ანიჭებთ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
* გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;
1 (ერთი) წლის განმავლობაში, სადაზღვევო კომპანიაში თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენს შესახებ მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელ. მისამართზე: Vacancy@nvi.ge. სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას !