მარკეტინგის მენეჯერი

იმედი L
Manager
Tbilisi
Vacancy
23-06
23-08


სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო საათები:  ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და იმპლემენტაცია;
  • სააგენტოებთან და ვენდორებთან აქტიური კომუნიკაცია სხვადასხვა პროექტის განხორციელების მიზნით;
  • ციფრული და სოც. მედია არხების მართვა, ეფექტური კამპანიების დაგეგმვა და შედეგების ანალიზი;
  • კომპანიის ვებ-გვერდის რედიზაინი და მართვა;
  • სადაზღვევო პროდუქტების შექმნის და ციფრული გაყიდვების პროცესში ჩართულობა, მასტიმულირებელი აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;
  • გრაფიკულ დიზაინერთან ერთად ბანერებისა და სხვა სარეკლამო მასალების კონცეფციის შემუშავება;
  • ბრენდის განვითარებასა და ინოვაციების დანერგვაზე მუდმივი ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება;
  • მარკეტინგულ სტრატეგიაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ციფრული არხების მართვის კომპეტენცია;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

  • შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პროაქტიულობა;
  • დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სამუშაოს ვადის განსაზღვრის და მისი ეფექტურად მართვის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს  შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge  ;  გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სადაზღვევო კომპანია  “იმედი L”  მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია “იმედი L” - ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.