მიწოდების აგენტი

Amboli
Distribution
Telavi
Vacancy
23-06
23-08


შპს „ამბოლი“ წარმოადგენს Georgia Capital PLC (https://georgiacapital.ge) ჯგუფში შემავალ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:

www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge

კომპანია „ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას მიწოდების აგენტის პოზიციაზე, ქ. თელავში.

სამუშაო ადგილი - თელავი.

სამუშაო საათები - 10:00-19:00 (კვირაში 6 სამუშაო დღე).

ძირითადი მოთხოვნები:

  • საშუალო განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • მართვის მოწმობა.

აუცილებელი უნარები:

  • ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტებისთვის პროდუქციის დროულად მიწოდება წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით;
  • შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • დისტრიბუციის მანქანის დატვირთვა:
  • დისტრიბუციის მანქანის დაცლა და კლიენტებთან/საწყობში დასაწყობების უზრუნველყოფა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@amboli.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - მიწოდების აგენტი თელავი.

კომპანია „ამბოლში“ თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია „ამბოლის“ მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში."