კორპორატიული გაყიდვების ოფიცერი

Amboli
Sales
Tbilisi
Vacancy
23-06
23-08


შპს „ამბოლი“ წარმოადგენს Georgia Capital PLC (https://georgiacapital.ge) ჯგუფში შემავალ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:

www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge

კომპანია „ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების ოფიცერის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • სასურველია მსგავს სფეროში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გამართული მეტყველება;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის, ანალიტიკური აზროვნების უნარი და კრეატიულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

ძირითადი მოვალეობები:

  • კორპორატიული კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა;
  • არსებული და ახალი კორპორატიული კლიენტებისთვის სწრაფი და ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა, კონტროლი;
  • კომპანიებთან/პარტნიორებთან მოლაპარაკების წარმოება და მათთან გრძელვადიან ურთიერთობაზე ზრუნვა;
  • პროდუქტების და მომსახურების ოპტიმალური პაკეტის შექმნა და მისი კლიენტებისთვის სწორად მიწოდების დაგეგმვა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@amboli.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - კორპორატიული გაყიდვების ოფიცერი.

კომპანია „ამბოლში“ თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია „ამბოლის“ მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში."