ფილიალის მენეჯერი

Gastronome
Manager
Tbilisi
Vacancy
16-08
16-10


დელიკატესებისა და პრემიუმ ხარისხის პროდუქტების მაღაზიათა ქსელი "Gastronome • გასტრონომი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

https://www.facebook.com/GastronomeGeorgia/

ძირითადი მოვალეობები:

  • ფილიალის ეფექტურად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა (კონსულტანტი, მოლარე, დასუფთავების თანამშრომელი, დაცვა);
  • ახალი თანამშრომლებისთვის პროდუქციის დეტალური გაცნობა;
  • მარაგების და ნაშთების კონტროლი;
  • პროდუქტების გეგმური ინვენტარიზაცია;
  • სალაროს კონტროლი;
  • ონლაინ შეკვეთების სისტემების მართვის კონტროლი (ვოლტი და ა.შ.);
  • ახალი პროდუქციის მიღება და აღრიცხვა პროგრამაში;
  • გაყიდვების სტატისტიკის წარმოება;
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან ურთიერთობა;
  • მომხმარებელთა ბაზის მონიტორინგი;
  • მენეჯმენტთან ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგი.

მოთხოვნები/უნარები:

  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება საცალო ვაჭრობის სფეროში;
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • სასურველია რუსულის ცოდნა;
  • სასურველია Apex-ში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი.

ანაზღაურება: ფიქსირებული (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე) + ბონუსი გამომუშავებით

სამუშაო გრაფიკი: მოძრავი

ლოკაცია: თბილისი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge. სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.