ადმინისტრაციული ასისტენტი

ბრიტანულ-ქართული აკადემია
Administration
Tbilisi
Vacancy
24-06
24-08


"ბრიტანულ-ქართული აკადემია" აცხადებს ადმინისტრაციული ასისტენტის ვაკანსიას.

აღნიშნული პოზიცია არის სრულ-განაკვეთიანი და იწყება 2021 წლის 1 ივლისიდან.

სამუშაო მოვალეობები:

  • აკადემიის საქმის წარმოება და სწორად წარმართვის უზრუნველყოფა;
  • კორესპონდენციის მიღება, გაგზავნა და აღრიცხვა;
  • მოსწავლეთა და აკადემიაში დასაქმებულ პირთა საქმეების წარმოება;
  • მშობლებთან რეგულარული კომუნიკაცია;
  • საგანმანათლებლო რესურს-ცენტრთან რეგულარული კომუნიკაცია და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • მოსწავლეთა აკადემიაში მიღებისა და აკადემიიდან გადასვლის პროცესის წარმართვა;
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მონაცემთა ბაზების აღრიცხვა და მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ორგანიზებული, კომუნიკაბელური, არაკონფლიქტური;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • ეკონომიური განათლება ჩაითვლება უპირატესად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტაზე: bga@bga.ge და სათაურში მიუთითოთ "ადმინისტრაციული ასისტენტი".

გასაუბრებაზე დაბარებულნი იქნებიან მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციის და უნარების კანდიდატები.