სექციის/კატეგორიის გაყიდვების მენეჯერი

ჰიპერმარკეტი Domino
Manager
Tbilisi
Vacancy
28-06
28-08


შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს დომინო“-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

2015 წლის 23 მაისს შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგ“-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი ,,დომინო, რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ის ტერიტორიაზე.

ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას სექციის/კატეგორიის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, სამუშაო გეგმის შედგენა და მათ მიერ განხორციელებული გაყიდვების და მომსახურების პროცესის მონიტორინგი;
  • დაქვემდებარებული პერსონალის დავალებათა შესრულების კონტროლი, შესრულების ხარისხის შეფასება;
  • დაქვემდებარებული პერსონალის სამოტივაციო  სისტემის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
  • სექციის გაყიდვების გეგმის შესრულების მონიტორინგი;
  • ფასების კორექტირება, აქციების და ფასდაკლებების განხორციელება;
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკება და  მათთან კომერციული პირობების შეთანხმება;
  • პროდუქციის ნაირსახეობის მატებაზე ზრუნვა;
  • მაღაზიის დირექტორის სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • გაყიდვების მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • რუსული ენის ცოდნა სავალდებულოა;
  • 1C ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;

პირობები:

  • გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00-19:00
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე
  • საბონუსე სისტემა

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge

სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს !