ბუღალტერ-ოპერატორი

Mr Master
Accounting
Tbilisi
Vacancy
15-07
15-09


კომპანია "მისტერ მასტერი" უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე, რომელიც 24 საათი, კვირაში 7 დღე, სთავაზობს მომხმარებელს სწრაფ და მრავალფეროვან სერვისს საყოფაცხოვრებო, კომუნალურ სფეროში. საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://mrmaster.ge | https://www.facebook.com/mrmaster.ge/

კომპანია "მისტერ მასტერი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. 24

სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების გატარება;
  • ელექტრონული ზედნადების და ანგარიშფაქტურის მართვა;
  • შესყიდვების ბუღალტრულ პროგრამაში გატარება;
  • თანამდებობის შესაბამისი სხვა ფუნქციების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბუღალტერია/ფინანსების კუთხით;
  • ბუღალტერ-ოპერატორად მუშაობის 1 წლამდე გამოცდილების ქონა;
  • საბუღალტრო პროგრამა 1C - ში მუშაობის გამოცდილება;
  • შემოსავლების სამსახურის საიტზე RS.GE-ზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია, რუსული ან ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
  • სასურველია, შესყიდვების კუთხით გამოცდილების ქონა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • მოტივირებული;
  • პასუხისმგებლიანი;
  • პუნქტუალური.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
  • მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: HR@mrmaster.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject Title) მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ბუღალტერ-ოპერატორი".

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "მისტერ მასტერის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე 12 თვის ვადით.

"მისტერ მასტერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!