სარემონტო პროექტების მენეჯერი

დეკოლაინი
Construction
Tbilisi
Vacancy
15-06
10-07


სამშენებლო-სარემონტო კომპანია „დეკოლაინი“ ახალგაზრდა, დინამიური და მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული ორგანიზაციაა. იგი საქართველოს ბაზარზე 2016 წელს დაფუძნდა. კომპანიის საქმიანობა არ შემოიფარგლება სამუშაოთა ვიწრო სპექტრით და გთავაზობთ მრავალმხრივ მომსახურებას: არქიტექტურაში, მშენებლობაში, რემონტსა და დიზაინში. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.

კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მენეჯმენტისა და მულტიტასკინგის უნარების ქონა.

დეკოლაინი აცხადებს ვაკანიას სარემონტო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

მნიშვნელოვანი ფუნქციები და მოვალეობები:

  • სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოების ორგანიზება, საპროექტო დოკუმენტაციის, ნორმებისა და წესების, ტექნიკური მოთხოვნებისა და სხვა ნორმატიული ხასიათის დოკუმენტების შესაბამისად;
  • სარემონტო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოთა ოპერატიული ხელმძღვანელობა;
  • სამუშაოთა შესრულების ხარისხის კონტროლი;
  • სარემონტო მასალის, ტექნიკის, ინსტრუმენტების მოთხოვნის განაცხადების ფორმირება, ზემოაღნიშნულის მიღება და აღრიცხვა;
  • სარემონტო ობიექტზე სამუშაოთა შესრულების ვადებისა და ხარისხის კონტროლი;
  • აუცილებელი სარემონტო ხასიათის დოკუმენტაციის წარმოება;
  • კალენდარული გრაფიკების შესრულების კონტროლი;
  • სარემონტო ობიექტზე დასაქმებულთა მიერ ვალდებულებათა შესრულების კონტროლი;
  • იმ მიზეზთა შესწავლა, რომლებიც იწვევენ სამუშაოთა შესრულებისთვის განსაღვრული ვადების დარღვევას, შესაბამისი ღონისძიებების გატარება აღნიშნული მიზეზების თავიდან ასარიდებლად და აღმოსაფხვრელად;
  • დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა (დასწრების/შესრულებული სამუშაოს აღრიცხვის წარმოება);
  • დირექტორისა და სხვა ხელმძღვანელ პირთა სხვა დავალებების შესრულება.
  • ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება;

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

  • პროექტის დაგეგმვის, ორგანიზების და მართვის უნარი
  • მოლაპარაკებების წარმართვის და მაღალი დონის შეხვედრების მართვის უნარი
  • დროის ეფექტური მართვისა და ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღების უნარი
  • სტრესის მართვის უნარი
  • რამდენიმე საქმის ერთდროულად და ეფექტურად წარმართვის უნარი
  • ხარისხზე ორიენტირებულობა
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • უცხო ებების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • აუცილებელია იცოდეს ნახაზის კითხვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამუშაოთა მწარმოებლად მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 3 წელი;
  • საინჟინრო-ტექნიკური განათლება;
  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომპიუტერის მოხმარების უნარი და საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) და AutoCAD ცოდნა;
  • ნახაზებისა და დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი; დიდი მოცულობის დოკუმენტაციასა და ინფორმაციასთან მუშაობის უნარი.

პროფესიული უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
  • პასუხისმგებლობა და დისციპლინირებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ფოკუსირების უნარი;
  • პროფესიული განვითარების უნარი;
  • საქმის ორგანიზების უნარი;

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ თავისი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ინგლისურ და ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე:
info@decoline.ge

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი ელ. წერილის სათაურში ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ იქნება განხილული.

გისურვებთ წარმატებებს!