სამშენებლო პროექტების მენეჯერი

დეკოლაინი
Construction
Tbilisi
Vacancy
18-08
18-09


სამშენებლო-სარემონტო კომპანია „დეკოლაინი“ ახალგაზრდა, დინამიური და მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული ორგანიზაციაა. იგი საქართველოს ბაზარზე 2016 წელს დაფუძნდა. კომპანიის საქმიანობა არ შემოიფარგლება სამუშაოთა ვიწრო სპექტრით და გთავაზობთ მრავალმხრივ მომსახურებას: არქიტექტურაში, მშენებლობაში, რემონტსა და დიზაინში. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.

კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მენეჯმენტისა და მულტიტასკინგის უნარების ქონა.

დეკოლაინი აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

მნიშვნელოვანი ფუნქციები და მოვალეობები:

  • პროექტის ინიცირების, დაგეგმვის,   აღსრულებისა და   დახურვის პროცესის წარმართვა
  • პროექტის აღსრულების გეგმის და  პროცედურების შემუშავება, შეთანხმება, განახლება და იმპლემენტირება
  • გუნდის მართვა, პროექტის ბიუჯეტის, სამუშაოს მოცულობის და სამუშაოების მიმდინარეობის გრაფიკის შემუშავების და დანერგვის მიზნით, ასევე ყველა დაგეგმილი ღონისძიების  დადგენილ კალენდრული გრაფიკის ფარგლებში მიმდინარეობის უზრუნველყოფა
  • სატენდერო და შესყიდვების პროცედურების მართვა
  • დამპროექტებლების (არქიტექტორების, კონსტრუქტორების, ინჟინრების და ა.შ.) შესრულებული სამუშაოების მიმოხილვა და აღნიშნული სამუშაოების სახელშეკრულებო პირობებთან დადარება
  • პროექტის ყველა მნიშვნელოვანი ფაზისათვის საჭირო ღონისძიების გაწერა, მათი შესრულებისათვის საჭირო ვადების დადგენა
  • შეთანხმებული საბიუჯეტო პარამეტრების მკაცრად დაცვის უზრუნველყოფა
  • თითოეული პროექტის ფარგლებში მიმდინარე რეპორტის მომზადება
  • სამშენებლო პროექტის ზედამხედველობა მისი დასაწყისიდან დასრულებამდე
  • ეფექტიანი კომუნიკაციის წარმოება სხვადასხვა საპროექტო ფაზის შესრულებაზე პასუხისმგებელ კონტრაქტორებთან
  • პროექტის დამკვეთის მიერ პროექტის მიღება-ჩაბარების პროცესის მართვა

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

  • პროექტის დაგეგმვის, ორგანიზების და მართვის უნარი
  • მოლაპარაკებების წარმართვის და მაღალი დონის შეხვედრების მართვის უნარი
  • დროის ეფექტური მართვისა და ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღების უნარი
  • სტრესის მართვის უნარი
  • რამდენიმე საქმის ერთდროულად და ეფექტურად წარმართვის უნარი
  • ხარისხზე ორიენტირებულობა
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • უცხო ებების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • აუცილებელია იცოდეს ნახაზის კითხვა

ძირითადი მოთხოვნები:

  • მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება სამშენებლო სამუშაოების მართვის სფეროში;
  • ინჟინრის დიპლომი ან სერთიფიკატი არქიტექტურული, საინჟინრო, სამშენებლო, პროექტის მართვის (ან მსგავს სფეროში).

პიროვნული თვისებები:

  • მოტივირებული;
  • კომუნიკაბელური;
  • დისციპლინირებული/პუნქტუალური;
  • პასუხისმგებლიანი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დროის მენეჯმენტის წარმოების უნარი. 

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ თავისი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ინგლისურ და ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე:
info@decoline.ge

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი ელ. წერილის სათაურში ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ იქნება განხილული.

გისურვებთ წარმატებებს!