მზარეულის დამხმარე

SKA Juice Bar
Cook
Tbilisi
Vacancy
31-05
30-06


"სკა ჯუს ბარი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.

მთავარი პასუხისმგებლობა: "სკას" სამზარეულოში ხარისხიანი პროდუქტის მომზადება და საქმის ეფექტურად შესრულება.

ძირითადი მოვალეობები:

  • მენიუს შემადგენლობების და მომზადების წესების სრულყოფილად ცოდნა;
  • პროდუქტის მაღალი ხარისხით, არსებული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით დროულად მომზადება;
  • ნედლეულის და მზა პროდუქტების სტანდარტების მიხედვით შენახვა და დასაწყობება;
  • მაცივრების და სხვა დანადგარების სისუფთავის უზრუნველყოფა ნებისმიერ დროს;
  • მთავარი მზარეულისთვის დახმარების გაწევა სხვადასხვა სახის პროდუქტის მომზადების დროს;
  • აქტიურ სამუშაო გარემოში დროის ეფექტურად მართვა და ორგანიზებულობა;
  • ჰიგიენის და სისუფთავის მაღალი სტანდარტების დაცვა;
  • მუდმივი ტრენინგი, დისციპლინა და განვითარება.

საჭირო უნარები:

  • რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთების და კონტროლის უნარი;
  • სწრაფად მუშაობის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ბენეფიტები:

  • მეგობრული სამუშაო გარემო;
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი - სწავლის და მუშაობის შეთავსება;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სტარტაპში მონაწილეობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: ana@skagroup.ge

საკონტაქტო ტელეფონი: 599 988585.

კონცეფციაზე უკეთესი წარმოდგენის შექმნისთვის იხილეთ ვიდეო: https://www.facebook.com/skajuicebar/videos/527486004689257/