პრისელერი

Orbita company
Education
Marneuli
Vacancy
22-06
22-07


შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ , რომელიც დაარსდა 2004 წელს, ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანიაა თავის სფეროში საქართველოს ბაზარზე, რომელიც ახორციელებს დისტრიბუციას საქართველოს ყველა რეგიონში.

 შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ არის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში ისეთი პოპულარული ბრენდების, როგორებიცაა: ETI, MOROZOVA, TAMEK, MALBI, MAESTRO DE OLIVA, IBERICA,GEMO, PROGAM, NATURELLA, VIVA, ITALFOOD, NMGK, TADIM

შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“   აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე მარნეულში

ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი ობიექტების მოძიება და მოზიდვა;
  • მოლაპარაკების წარმართვა არსებულ და ახალ ობიექტებთან;
  • ქსელის გაფართოებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
  • კლიენტების შეკვეთების მიღება/გაფორმება და დამუშავება;
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
  • დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
  • ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება;
  • დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების შესრულება;

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სასურველია;
  • რუსული ენის ცოდნა სავალდებულოა;
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • მართვის მოწობა B კატეგორია სავალდებულოა;
  • საკუთარი ავტომობილი;
  • უძრავი ქონების უზრუნველყოფა;

პიროვნული თვისებები: 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
  • პუნქტუალურობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი; 

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@orbita.ge

სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“  დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს !