ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ასისტენტი

Algani
Human Resources
Tbilisi
Vacancy
23-06
23-07


დაცვის კომპანია „ალგანი“, რომელიც დაარსდა 2004 წელს, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლიდერი კომპანია საქართველოში. დღეს „ალგანის“ პორტფოლიო 6000-ზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1900-მდე ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დაცვის კომპანია “ალგანი” აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი ვალდებულებები: 

  • თანამშრომლის პროგრამულად  დანიშვნა  და    მისი სამუშაო  ბარათის  მართვა (დანიშვნა/გათავისუფლება, დაზღვევა, საშემოსავლო  შეღავათის  გაწერა , სარეზერვო  სიების  მართვა-კონტროლი);
  • პერსონალთან დაკავშირებული ცვლილებების ადმინისტრირება (ხელფასის ცვლილება, ბონუსი, პრემია);
  • ყოველთვიური რეპორტის წარმოება, სახელფასო ფონდთან შედარება და ანალიზი;
  • საჭიროების მიხედვით  სხვადასხვა რეპორტინგის მომზადება  HR  პროგრამის საშუალებით;
  • HR დოკუმენტაციის მართვა;

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების განხრით;
  • სასურველია მსგავს სფეროში 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების  ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);
  • სავალდებულოა  Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა და MC Office.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა;
  • საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პრაგმატულობა;
  • კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
  • ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;

დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 – 19:00 საათი, შაბათს 10:00 – 14:00 საათი.
  • ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ  გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  hr@algani.ge

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.