სტაჟიორი მარკეტინგის სამსახურში

Biblusi
Marketing/Advertising/PR
Tbilisi
Internship
23-06
17-07


წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" დაარსდა 2008 წლის 23 მაისს. ყველაფერი კი 11 წლის წინ, ერთი პატარა მაღაზიით დაიწყო თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე. ალბათ მაშინ ვერც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს პატარა მაღაზია წიგნის ყველაზე დიდ ქსელად იქცეოდა საქართველოში. კომპანიის არსებობის 11 წლის მანძილზე, ჩვენ შევძელით შეგვექმნა საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით. დღეისათვის, "ბიბლუსი" აერთიანებს 63 ფილიალს მთელი ქვეყნის მასშტაბით. "ბიბლუსი" არის ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი და კომპანიის ყველა თანამშრომელს ერთი კეთილი მიზანი აერთიანებს - გახადოს წიგნი ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა კუთხეში და კიდევ უფრო მეტად შეაყვაროს ადამიანებს კითხვა. ასე, რომ მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე მარკეტინგის სამსახურში.

ჩვენთან გელოდებათ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

სამსახურეობრივი მოვალეობები:

  • მარკეტინგულ კამპანიაში ჩართულობა და დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა;
  • სხვადასხვა პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართულობა;
  • კრეატიული იდეების გენერირების პროცესში ჩართულობა და აქტიურობა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია მარკეტინგის მიმართულებით);
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.

პიროვნული მახასიათებლები:

  • კრეატიულობა;
  • შემოქმედებითობა;
  • ორგანიზებულობა;
  • მოტივირებულობა;
  • პუნქტუალობა;
  • პასუხიმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

პირობები:

  • სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
  • სამუშაო განაკვეთი: სრული
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა : თბილისი, იოსებიძის ქ. #49
  • სტაჟირება ანაზღაურებადია.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2020 წლის 16 ივლისის ჩათვლით შეავსოთ განაცხადი ბმულზე: http://hr.palitra.ge/vacancy/0x8fbd005056a2625311e9724faaf80570

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას: გაეცნოს/განიხილოს/დაამუშავოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით. აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა. კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია. თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს. გისურვებთ წარმატებას!