ლოჯისტიკის ოპერატორი

Metro Trans Georgia
Logistics
Tbilisi
Vacancy
29-06
29-07
750 + ბონუსი


Metro Trans Logistics ქართულ-ამერიკული კომპანიაა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით ლოჯისტიკურ საქმიანობას ეწევა. კომპანია სამუშაოდ იწვევს აქტიურ, კომუნიკაბელურ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომლებს ლოჯისტიკის ოპერატორის პოზიციაზე. ჩვენი გუნდი გთავაზობთ ენერგიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს. აქცენტი კეთდება სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობაზე.
უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების სფეროში მუშაობისა და უცხოელებთან ურთიერთობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

ძირითადი მოვალეობები:

  • ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი შეკვეთების დახარისხება
  • შეკვეთის მიღება, დადასტურება და სხვა ოპერაციული მოქმედებები
  • შეკვეთის დეტალების გადაგზავნა დამკვეთთან და მძღოლთან. მათთვის ინსტრუქციების გაცემა
  • მიღებული შეკვეთის მონიტორინგი/კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხვნები:

  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
  • რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

უნარ-ჩვევები:

  • აქტიური და პოზიტიური კომუნიკაციის უნარი 
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

MTL გთავაზობთ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ორ სამუშაო გრაფიკს:

  • ძირითადი: 16:00-დან 02:00-მდე
  • ღამის ოპერატორი: 02:00-დან 09:00-მდე

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: recruiting@mtlfreight.com