ადრეული განვითარების სპეციალისტი

Bridge for social inclusion
Education
ქუთაისი Samtredia
Vacancy
05-09
05-10
1000-1200


ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ: “ხიდი სოციალური ინკლუზიისათვის“ მისიაა ხარისხიანი მომსახურებების  მიწოდება განვითარების რისკის, შეზღუდული ან/და დამატებითი საჭიროების მქონე ბავშვების/მოზარდების განვითარებისა და განათლების, მათი სოციალური ინკლუზიისა და ოჯახების კეთილდღეობისათვის, მაღალკვალიფიციური სხვადასხვა დისციპლინის სპეციალისტთა გუნდის მიერ. ამჟამად ორგანიზაცია ემსახურება 170-მდე განსაკუთარებული საჭიროების მქონე სხვადასხვა ასაკის ბავშვსა თუ მათ მშობლებს.

ხიდი სოციალური ინკლუზიისათვის აცხადებს ვაკანსიას ადრეული განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე ქუთაისსა და სამტრედიაში

შერჩევის ეტაპები და პროცესები:

  • კადრის შერჩევა განხორციელდება სამ ეტაპად
  • მიღებული დოკუმენტების გადარჩევა
  • წარმატებულ კანდიდატებთან გასაუბრება
  • პროფესიული გადამზადება საქართველოს ბავშვთა ადრეული ინტერვენციი კოალიციის მიერ ქ. თბილისში.

ორგანიზაციაში აღნიშნულ პოზიციაზე ანაზღაურება გამომუშავებაზეა და არის  დარიცხული 1000 - 1200 ლარი. ხელფასი ზრდადია კვალიფიკციის ზრდის შესაბამისად. ორგანიზაცია ასევე სთავაზობს თანამშრომელს სამედიცინო დაზღვევას. ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციის პროფესიული გადამზადების (თეორიული/პრაქტიკული კურსი) ღირებულებაა 1240 ლარი. შერჩეული კანდიდატი თავად იხდის კურსის საფასურს. გადამზადების შემთხვევაში ორგანიზაცია უზრუნველყოფს კანდიდატის დასაქმებას.

პირობები:

  • პროგრამა: ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა (ქუთაისსა და სამტრედიაში)
  • ადგილმდებარეობა: ქუთაისი და სამტრედია
  • ანაზღაურება: განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის და კვალიფიკაციის  მიხედვით, რომელიც ზრდადია კვალიფიკაციის ზრდის პარალელურად.
  • სამუშაო განაკვეთი: სრული (ინდივიდუალური გრაფიკი)

მინიმალური სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში/მეტყველების თერაპიაში/პედაგოგიკასა ან დაწყებით განათლებაში (პრიორიტეტი ენიჭება ფსიქოლოგებს)
  • ინგლისური და/ან რუსული ენის B-1  დონე (ან დასახელებული ენებიდან ერთი მათგანის მინიმუმ სასაუბრო დონეზე ცოდნა)
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები: Microsoft Office; Power Point, Google Drive.

ინფორმაცია პროგრამაზე: ბავშვთა დრეული ინტერევენცია, სფეროს ახალი და პრესტიჟული მიმართულებაა და ბოლო 10 წელია აქტიურად გამოიყენება ქვეყანაში. „ხიდში“ განვითარების სპეციალისტი მუშაობს  მოტივირებულ გუნდთან ერთად, რომელიც შედგება კლინიკური და განვითარების ფსიქოლოგების, მეტყველების, ქცევითი და ფიზიკური თერაპევტებისგან და ასევე ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებულ სხვა სპეციალისტებთან ერთად.  პროგრამის მთავარი მიზანია ოჯახის გაძლიერება და კომპეტენციის ამაღლება შვილის განვითარების მასტიმულირებელ აქტივობებთან მიმართებაში, რაც ძირითადად ხორციელდება ბავშვისათვის ბუნებრივ გარემოში, როგორიცაა სახლი, საბავშვო ბაღი თუ სხვ.

ზოგადი მოთხოვნები:

  • სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება/პირდაპირი შეხება (ტიპური ან ატიპური განვითარების ბავშვებთან)
  • პოზიტიურობა და თბილი ხმის ტემბრი
  • პროფესიული განვითარების სურვილი
  • კომუნიკაბელურობა
  • მიღწევის მაღალი მოტივაცია
  • შრომისმოყვარეობა
  • ენერგიულობა
  • გუნდური მუშაობის უნარები
  • ლიდერული უნარ-ჩვევები
  • კარგი დროისა და რესურსების მენეჯმენტი

ძირითადი მოვალეობები:

  • განვითარების სპეციალისტი აფასებს ბავშვის განვითარებას, აცნობს მშობელს შეფასების ანგარიშსა და ოჯახის ჩართულობით მუშაობს მშობლისთვის პრიორიტეტულ ბავშვის განვითარების საკითხებზე სახლში, ბაღში, ცენტრში. მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს აცნობს ბავშვთან მუშაობის ტექნიკებს/მეთოდებს;
  • განვითარების სპეციალისტი უზრუნველყოფს ბავშვის ასაკის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩართვას, კონსულტაციას უწევს ბაღისა თუ სკოლის წარმომადგენლებს;
  • აწარმოებს თვიურ და წლიურ ანგარიშებს;
  • ადვოკატირებას უწევს ბავშვის უფლებებს;
  • ესწრება კრებებს, მონაწილეობს განხილვებში და ინიცირებს ახალ იდეებს.

სუბორდინაცია და ანგარიშგება:

  • სუპერვიზორთან, პროგრამის კოორდინატორთან და ადმინისტრატორთან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (სასურველია ფოტოსურათით); სამოტივაციო წერილი  და ორი რეკომენდატორის საკონტაქტო დეტალები მისამართზე: vacancybridgefsi@gmail.com დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ აღნიშნულ ბმულს

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონზე:  +995 568 04 55 11