საწყობის მენეჯერი

Orbita company
Warehouse
Batumi
Vacancy
07-10
07-11


შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“  სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2004 წელს. თუმცა კომპანია 1998 წლიდან მოღვაწეობდა სხვა სახელწოდებით და დღესდღეობით ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანიაა თავის სფეროში საქართველოს ბაზარზე. კომპანია ახორციელებს დისტრიბუციას მთელი ქვეყნის ყველა რეგიონში.

პარტნიორთა ნდობისა და წარმატებული საქმიანობის შედეგად, „კომპპანია ორბიტა“ გახდა საქართველოში ექსკლუზიური დისტრიბუტორი ისეთ პოპულარულ ბრენდებზე, როგორებიცაა: ETI, MOROZOVA, TAMEK, MALBI, MAESTRO DE OLIVA, IBERICA,GEMO, PROGAM, NATURELLA, VIVA, PATOS, MOKATE, MISHKINO, ITALFOOD, NMGK, TADIM, Агрокультура, Prosto, Русский Завтрак, Националь.

შ.პ.ს კომპანია ორბიტა   აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

  • საწყობში შემოსული ტვირთის დაცლა–დატვირთვების უზრუნველყოფის კონტროლი;
  • საწყობში პროდუქციის შემოსვლის/გასვლის, გადაცემის დანიშნულების მიხედვით ან შენახვისთვის საჭირო დოკუმენტაციის სწორად წარმოების უზრუნველყოფა;
  • საწყობის მუშაობის კონტროლი;
  • პროდუქციის მიღება/ მითვლა/ საბუთებთან შედარება და პროგრამულად აღრიცხვა;
  • გაცემული/გაყიდული პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა, ხელმოწერილი საბუთების შენახვა;
  • პროდუქციის შენახვისა და საწყობიდან გაშვების პროცედურების სწორად განხორციელების კონტროლი;
  • საწყობში პროდუქციის სტელაჟებზე სწორად გადანაწილება/განლაგების კონტროლი;
  • საწყობში შემოსული ყველა სახის პროდუქციის მიღება/მითვლა საბუთებთან შედარებით;
  • ინვენტარიზაციის ჩატარების დაგეგმარება და პროცესის კონტროლი, კომპანიის მენეჯმენტის გადაწვეტილებით განსაზღვრული პერიოდიკის გათვალისწინებით;

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
  • პუნქტუალურობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • უძრავი ქონების უზრუნველყოფა;

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@orbita.ge

სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.                                                                                                                             

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“  დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს !