ფლებოტომისტი

პრემიუმ მედსერვისი
Medical
Tbilisi
Vacancy
06-07
06-08


კლინიკა „პრემიუმ მედსერვისი“ აცხადებს ვაკანსიას ფლებოტომისტის პოზიციაზე, თბილისში. 

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

  • ლაბორატორიული კვლევებისათვის საანალიზო მასალის აღება, დამუშავება, ტრანსპორტირება და შენახვა;
  • ლაბორატორიული კვლევები (გლუკოზის და ჰემოგლობინის განსაზღვრა კაპილარულ სისხლში);
  • სადეზინფექციო და გასაუვნებელი ხსნარების დამზადება. შესაბამის სამუშაო ადგილზე მათი გადანაწილება;
  • ლაბორატორიული ცენტრიფუგის, სტერილიზატორის, თერმოსტატის, საშრობი კარადის, გამოხდილი წყლის აპარატის, ავტოკლავის მუშაობის აღრიცხვა და მათი დოკუმენტირება;
  • ყოველდღიურად გახარჯული სამედიცინო და არასამედიცინო მასალის აღწერა და აღრიცხვა და დოკუმენტირება;
  • ლაბორატორიის გენერალურ და მიმდინარე დასუფთავების პროცესში მონაწილეობის მიღება. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა მედდის დიპლომი ან სამკურნალო საქმის სპეციალობის დიპლომი;
  • პრიორიტეტულია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია საოფისე კომპიუტერული პოგრამების ცოდნა. 

დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება: შეთანხმებით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: anna_skh@yahoo.com

ან დაგვიკავშირდით ტელ: +995599711731

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ  იმ პოზიციის დასახელება, რომელითაც დაინტერესდებით,  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

გისურვებთ წარმატებებს!