რესტორნის მენეჯერი

ქართული რესტორანი სორმონი
Restaurant/Food
Tbilisi
Vacancy
08-07
08-08


კომპანია „კულინარიის სახლი“ პრესტიჟულ რესტორანში აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე.

მისამართი:

  • თბილისი, ალ. ყაზბეგის 57

 მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:

  • რესტორნის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების, მოგებისა და წარმოების გაზრდა;
  • პროდუქტის უმაღლესი ხარისხის დონის შენარჩუნება;
  • პერსონალის მართვა (ძიება, შერჩევა და დაქირავება, ადაპტირება და ორიენტაცია, თანამშრომლების სწავლება, განვითარება და შენარჩუნება, სამუშაო განრიგის შედგენა, შესრულებული სამუშაოს შეფასება);
  • კომპანიის სტანდარტებთან მუდმივად შესაბამისობაში ყოფნა რათა დაკმაყოფილებულ იქნეს სტუმრების მოთხოვნები; 
  • სტუმრების მომსახურება;
  • რესტორნის სტუმრებთან მუდმივ კონტაქტში ყოფნა;
  • რესტორნის ყველა ერთეულში ინვენტარიზაციის ორგანიზება და კონტროლი, ინვენტარიზაციის შედეგების ანალიზი;
  • აღწერების ჩატარება, მარაგების კონტროლი;
  • დისტრიბუციებთან თანამშრომლობა;
  • რესტორნის საბუთების კონტროლი;
  • კალკულაციების კონტროლი;
  • სალაროს ბრუნვის და ბუღალტრისთვის საბუთების მოწესრიგება; 
  • პროგრამის სათანადო ფუნქციონირების უზრუნველყოფა და მისი ცოდნა;
  • უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა თანამშრომლების მიერ სამუშაოს შესრულების პროცესში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება;
  • სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 3 წელი მმართველ-მენეჯერულ თანამდებობაზე სარესტორნო საქმეში;
  • სერვისის ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების კარგად ფლობა;
  • საოფისე პროგრამების კარგად ფლობა (Word, Excel). 

სამუშაო გრაფიკთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები განიხილება გასაუბრებაზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV, ფოტოსურათთან ერთად ელ.ფოსტაზე: infosormoni@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება(რესტორნის მენეჯერი).

გისურვებთ წარმატებას!