AUTOPIA

http://www.autopia.ge/

შ.პ.ს. “ე.პ.ჯ.” -მ (EURO PROFILE GEORGIA) საქართველოში საქმიანობა დაიწყო 2010 წლის დასაწყისიდან როგორც იტალიური დისტრიბუტორი კომპანია EURO PROFILE-ს წარმომადგენელი . ჩვენი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ავტომანქანების ძარის ნაწილების იმპორტი და დისტრიბუცია. პირველივე დღიდან კომპანიის პრიორიტეტი გახდა ქართულ ბაზარზე ხარისხიანი,სერთიფიცირებული პროდუქციის მოწოდება. შესაბამისად საქმიანობის სამი წლის თავზე წარმატებით ავითვისეთ ბაზრის აღნიშნული სეგმენტი. ჩვენს მიერ რეალიზებული 2500 მეტი დასახელების პროდუქციის 80% ზე მეტს აქვთ ხარისხის ევროპული სერთიფიკატები. ევროპის ტექნიკური ზედამხედველობის ასოციაციების TUV. THATCHAM. UNICAR მიერ სერთიფიცირებული პროდუქციის შეძენისას კი გარანტირებულია საბოლოო მიზანი, დაზიანებული ნაწილი ჩანაცვლებული იქნას აბსოლიტურად იდენტური, გაცილებით იაფი ნაწილით. ხარისხის და ფასის გარანტიას წარმოადგენენ აგრეთვე ევროპის ბაზრისთვის უკვე კარგად ნაცნობი პრესტიჟული მწარმოებელი კომპანიები PRASCO(იტალია),RHIBO(იტალია), MAXICAR(იტალია), ISAM(იტალია), ORAN(ესპანეთი), PHIRA(ესპანეთი), EUROSTAMP(იტალია) რომელთა პროდუქციის ექსკლუზიურ იმპორტს და რეალიზაციას ვახდენთ ჩვენ. 2013 წლიდან კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლეს ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებელს. სამი წლის თანამშრომლობის შემდეგ ე.პ.ჯ გახდა იტალიური PRASCO_ს ( რომლის წლიური ბრუნვა აჭარბებს 35 მილიონ ევროს ) შვილობილი კომპანია რაც ერთის მხრივ გვაძლევს ფასის არსებითად შემცირების საშუალებას, მეორეს მხრივ კი უკვე ჩვენს მაღაზიებში მოხვედრილი საქონლის სრული ასორტიმრნტი დაკომპლექტდება ევროპული ბაზრებისთვის განკუთვნილი პროდუქციით.


განცხადება მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა