ჰოსპისი ფერისცვალება

https://www.perhospice.com/ge

,,ჰოსპისი ფერისცვალება” საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს ძირითადად უკურნებელი სენით დაავადებული ადამიანების პალიატიურ მოვლას, მათ სულიერ და სოციალურ თანადგომას ბინასა და ჰოსპისში. ჩვენი მომსახურება პაციენტებისთვის სრულიად უსასყიდლოა. ორგანიზაციას აქვს თავისი პროფესიული სასწავლებელი, სადაც მსურველები უფასოდ სწავლობენ ავადმყოფის მოვლას, საერთაშორისო გამოცდილებისა და სტანდარტების გათვალისწინებით. ჰოსპისის გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალი ექიმებით, ექთნებით ,მომვლელებით, რამდენიმე ადმინისტრაციის წევრითა და მოხალისეებით. ჩვენი ჰოსპისი ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებობს. მისი მიზანია, მაქსიმალურად დაეხმაროს ადამიანებს ცხოვრების ამ მძიმე და მნიშვნელოვან პერიოდში. ჩვენი სურვილია, არამარტო მოვუაროთ ავადმყოფს, არამედ მასთან ერთად გავიაზროთ ავადმყოფობის, ტკივილის, სიცოცხლისა და სიკვდილის მნიშვნელობა. ჩვენს ორგანიზაციაში ამჟამად 11 მოწყალების და მუშაობს, რომლებიც დახმარებას უწევენ 70 მდე მარტოხელა ან შეჭირვებულ ოჯახებში მცხოვრებ მოხუცსა და ავადმყოფს.


განცხადება მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა