ნიუ დენტი


ნიუ დენტი სტომატოლოგიური ქსელი და სასწავლო ცენტრი “ნიუ-დენტი” 18 წელზე მეტია არსებობს და დღესდღეობით აერთიანებს 20-მდე სტომატოლოგიურ კლინიკას, რომლებიც მდებარეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და ფოთში. ამ ეტაპზე “ნიუ-დენტი” წარმოადგენს ყველაზე დიდ სტომატოლოგიურ კლინიკათა ქსელს საქართველოში, რომელიც აწარმოებს ფართო სპექტრის სტომატოლოგიურ მომსახურებას: თერაპიული, ორთოპედიული, ქირურგიული, ყბა-სახის ქირურგიული მიმართულებით. სერვისების მიწოდებაში ჩართულია 150-ზე მეტი მაღალკვალიფიციური ექიმი, დანერგილია მკურნალობის უახლესი მეთოდები და ტექნოლოგიები. დიდი ყურადღება ექცევა მომსახურების ხარისხსა და პაციენტის კმაყოფილებას. მოქმედებს სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა სისტემა. “ნიუ-დენტის” კლინიკათა ქსელი თავის პაციენტებს სთავაზობს და უზრუნველყოფს საფრანგეთის წამყვანი სტომატოლოგიური მასალების მწარმოებელი კომპანიების პროდუქციით. რეგულარულად კლინიკას ჩამოყავს ამ სტომატოლოგიური მასალების მწარმოებელი ფირმების სპიკერები რომლებიც ჩვენს ექიმებს აცნობენ ახალ პროდუქციას, ნერგავენ ახალ ტექნოლოგიებს და გვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას. პაციენტებს მკურნალობენ საფრანგეთის წამყვანი კომპანიების მიერ წარმოებული სტიმატოლოგიური მასალებით, რომლებიც აღიარებულია არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ ევროკავშირის სხვა ქვეყნებსა და აშშ-შიც. მნიშვნელოვანია “ნიუ-დენტის” როლი ექიმ-სტომატოლოგთა გადამზადების პროცესში. ამ ეტაპზე ის ერთ-ერთი წამყვანი სასწავლო-კლინიკური ცენტრია საქართველოში, რომლესაც საქართველოს შრომის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ მინიჭებული აქვს აკრედიტაცია. სასწავლო ცენტრი მოიცავს თერაპიულ, ორთოპედიულ და ორთოდონტიულ სარეზიდენტო ბაზას. ექიმთა გადამზადება ხორციელდება ყველა სტომატოლოგიური განხრით.


განცხადება მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა