ჯიესენი

https://www.gsn.ge/

სალარო აპარატებისა და სავაჭრო მოწყობილობის კომპანია ჯიესენი 2011 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებლებს გარდა პროდუქციისა სთავაზობს სხვადასხვა სერვისებს. იგი ბულგარული კომპანიის Daisy Technology - ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, პროდუქცია შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და მორგებულია ქართული ბაზრის მოთხოვნებს. ძირითადი პროდუქცია რომლის მოწოდებასაც ახდენს ჯიესენი, არის სალარო აპარატი და ფისკალური პრინტერი, რომელსაც აქვს ავტომატური კავშირი შემოსავლების სამსახურთან. სალარო აპარატების ფართო არჩევანი მორგებულია სხვადასხვა ტიპის კლიენტის საჭიროებებსა და გემოვნებას. ფისკალური მოწყობილობების გარდა გთავაზობთ დამატებით სავაჭრო მოწყობილობებს, რომელიც ეხმარება სავაჭრო ობიექტებს გამართულ მუშაობაში: თერმულ პრინტერს, პოს სისტემას, შტრიხკოდის სკანერს, ფულის ყუთს, ფულის სათვლელ მანქანას, ფულის დეტექტორს, ელექტრონულ სასწორს და აქსესუარებს. კლიენტთა მეტი კმაყოფილებისთვის ჯიესენმა დანერგა: GSN ექსპრესი და GSN კომფორტი, რომლის დახმარებითაც მარტივად შეძლებთ სალარო აპარატის ნებისმიერი ტექნიკური პრობლემის აღმოფხვრას. ჯიესენის სათავო ოფისი მდებარეობს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზ. # 45-ში. საქართველოს მასშტაბით კი აქვს 16 ფილიალი, რომელიც მორგებულია მომხმარებლის კომფორტზე. თითოეულ ფილიალში დაგხვდებათ შოურუმი, რომელიც საშუალებას გაძლევთ ადგილზე ნახოთ და გამოიყენოთ ნებისმიერი პროდუქტი შეძენამდე. ყველა ფილიალში შეგიძლიათ მიიღოთ სრული ტექნიკური მომსახურება, კვალიფიციური კადრები დაგეხმარებიან ნებისმიერი საკითხის გადაჭრაში. 9 წლიანი გამოცდილებით მოპოვებული ხარისხი და ნდობა ჩვენი სავიზიტო ბარათია. ამ დროის განმავლობაში ჯიესენი ინარჩუნებს ხელმისაწვდომ ფასებსა და მაღალ ხარისხს ქართველი მომხმარებლებისათვის. კომპანია ორიენტირებულია სიახლეების დანერგვაზე და მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე თითოეული მომხმარებლისათვის.


განცხადება მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა