სამშენებლო კომპანია ანაგი

http://anagi.ge/ka/

“ანაგი” უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა საქართველოში. იგი 1989 წელს დაარსდა და სულ მალე ქვეყნის სამშენებლო სექტორის ლიდერის პოზიცია დაიკავა, რომელსაც ამჟამადაც ღირსეულად ინარჩუნებს. “ანაგის” ძირითად საქმიანობას სამოქალაქო-სამრეწველო მშენებლობა წარმოადგენს და მისი აქტივობა ამ დარგის სრულ სპექტრს მოიცავს. კომპანია მზადაა შესთავაზოს დამკვეთს მომსახურების სრული პაკეტი - საპროექტო სამუშაოებით დაწყებული, ობიექტის ექსპლუატაციაში ჩაბარებით დასრულებული. 2011 წლიდან მოყოლებული კომპანიაში დაინერგა და ეფექტურად ფუნქციონირებს ხარისხის მართვის სისტემა - ISO 9001. 2017 წელს “ანაგმა” წარმატებით გაიარა რესერტიფიცირება სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესების მიხედვით და მოიპოვა ISO 9001:2015 სერტიფიკატი. როგორც მართვაში, ისე უშუალოდ მშენებლობაში, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვა, “ანაგის” მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიკაციური საინჟინრო კადრებით, რომელთა უმეტესობას გააჩნია 10 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება. დღესათვის კომპანიაში დასაქმებულია 3 000-მდე ადამიანი


განცხადება მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა