დაცვის სამსახური მაგისტრი

https://magistri.ge/

დაცვის სამსახური „მაგისტრი“ უკვე 15 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე – 2009 წელს კომპანიამ ერთ-ერთა პირველმა მიიღო დაცვითი საქმიანობის ლიცენზია და მას შემდეგ სტაბილურად აგრძელებს განვითარებას. დღესდღეობით „მაგისტრში“ უკვე 400-ზე მეტი პროფესიონალია დასაქმებული. ყოველი მათგანი შერჩეულია პრაქტიკული გამოცდილების, ფიზიკური მონაცემებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით. კომპანია მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე, თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ტექნოლოგიურ დახვეწაზე. ამით კი „მაგისტრი“ ზრუნავს, რომ იყოს სტაბილურად ლიდერი დაცვის სამსახური საქართველოს ბაზარზე. კომპანია წარმატებით უზრუნველყოფს 1000-ზე მეტი პიროვნებისა და საკუთრების უსაფრთხოებას და ამაყობს, რომ 13 წლიანი პროფესიული გამოცდილების მანძილზე შეიძინა ძალიან ბევრი პარტნიორი მეგობარი, რომლებიც სრულიად ენდობიან „მაგისტრს“. სამსახურის ძირითადი ხელმძღვანელი რგოლი წარმოდგენილია საქართველოს სახელმწიფო უშიშროების და შსს თადარიგის ოფიცრებისგან, რომელთაც გააჩნიათ უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში მრავალწლიანი პრაქტიკული და თეორიული გამოცდილება. „მაგისტრის“ სწორი მიმართულებით განვითარებას ადასტურებს დარგის ლიდერის წოდებაც, რომელიც კომპანიას 2016, 2017 წწ მიენიჭა ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირის მიერ.


განცხადება მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა