Dressup Group

https://dressup.ge/ka/

დრესაპ ჯგუფი 1994 წლიდან არის წარმოდგენილი ქართული ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების ბაზარზე და უკვე რამოდენიმე ათწლეულია ზრუნავს საქართველოში იმ ყველაზე დემოკრატიული სტილის დამკვიდრებასა და მხარდაჭერაზე, რასაც ჯინსი, თავისუფალი ცხოვრების წესი და საკუთარი ინდივიდუალური სტილის შექმნა ჰქვია. კომპანია მისი არსებობის მანძილზე მუდმივად განაგრძობს გაფართოებას და ახალი მიმართულებების გაძლიერებას, იქნება ეს ფეხსაცმლის ხაზის კუთხით, ონლაინ გაყიდვების არხის დამატებით თუ სხვა. დრესაპ ჯგუფის სლოგანი: „ორიგინალი ჩვენი სტილია“ და ლოგო (ფრთიანი D), სწორედ ჯგუფის მთავარი არსის გამოხატულებაა. კომპნია მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს მხოლოდ საერთაშორისო ბრენდების ორიგინალ პროდუქციას – საკუთარი, ყოველდღიური სტილის შესაქმნელად. ჯგუფი არის ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური და უმეტეს შემთხვევაში ექსკლუზიური პარტნიორი, როგორებიცაა: ტანსაცმლის ხაზით - Levis, Dockers, Tommy Jeans, Jack & Jones, Lee, Wrangler, Guess, Lacoste, GANT, Rifle, Mavi. ფეხსაცმლის ხაზით - Converse, Vans, Lacoste, Greyder, AS98, Bensimon, Levis, Wrangler, Birkenstock, Toms, Mjus, Marco Tozzi, GANT, Gaimo და სხვა. აქსესუარების/წინდების ხაზით - Falke, Burlington, Lee, Wrangler, Vans, Levi's, Guess, GANT, Lacoste.. Dressup Group ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია როგორც მონობრენდული, ასევე მულტიბრენდული მაღაზიებით. Dressup Group-ის მაღაზიები არის ადგილი, სადაც ყოველთვის შეგიძლია იპოვო საკუთარი სტილი, ისიამოვნო უმაღლესი ხარისხითა და ორიგინალი ბრენდების უახლესი კოლექციებით.


განცხადება მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა