ფინკა ბანკი საქართველო

https://www.finca.ge/

სააქციო საზოგადოება ფინკა ბანკი საქართველო FINCA Impact Finance-ის საერთაშორისო საფინანსო ქსელის წარმომადგენელია საქართველოში. FINCA Impact Finance-ის სათაო ოფისი ვაშინგტონშია. FINCA Impact Finance-ის ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 20 მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ფინანსურ ინსტიტუტს მოიცავს, რომელთა მიზანია სოციალურად პასუხისმგებელიანი ფინანსური მომსახურება გაუწიონ მცირე შემოსავლის მქონე მეწარმეებსა და მცირე ბიზნესის მფლობელებს და მათ უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. ორგანიზაციას 30 წლიანი გამოცდილება და 10000-ზე მეტი თანამშრომლით ჰყავს მსოფიო მასშტაბით. ფინკას ორმაგი სარგებელი მოაქვს, რაც გამოიხატება სოციალური კეთილდღეობისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ფინკამ საქართველოში ოპერირება დაიწყო 1998 წელს და 2013 წლის 6 აგვისტომდე საქმიანობდა როგორც მიკროსაფინანსო ინსტიტუტი. 2013 წლის 6 აგვისტოს ინსტიტუტმა საბანკო საქმიანობის ლიცენზია აიღო. ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe- გერმანიის განვითარების ბანკი, FMO- ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, და Triple Jump. სს ფინკა ბანკი საქართველო თავის საერთაშორისო ფინანსურ პარტნიორებთან ერთად ორიენტირებულია მომხმარებლებს მათ საჭიროებაზე მორგებული, ახალი პროდუქტები და სერვისები შესთავაზოს. ფინკამ საქართველოში საკრედიტო კულტურის დანერგვა-განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მიკროსაფინანსო სფეროში 22 წლიანი მოღვაწეობის შედეგად, ბანკი ერთერთი ლიდერია საქართველოს ყველა რეგიონში მეწარმეთათვის პასუხისმგებლიანი ფინანსური მომსახურების მიწოდების თვალსაზრისით. ფინკა ბანკი დიდ გავლენას ახდენს ათეულ ათასობით ოჯახის ცხოვრებაზე და საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებით, მუდმივად ცდილობს ხარისხის გაუმჯობესებასა და ბაზარზე გამორჩეული მდგომარეობის შენარჩუნებას ძირითადი სეგმენტებისათვის ტექნოლოგიურად ინოვაციური, გაზომვადი და დამატებითი ღირებულების მომტანი გადაწყვეტილებების შეთავაზებით. ბანკი დღეისათვის 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება ქვეყნის ყველა რეგიონში.


განცხადება მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა