ევროპროდუქტი

http://europroduct.ge/

სანამ თქვენთვის ცნობილი მაღაზიათა ქსელი გავხდებოდით, 2004 წლიდან ქართველი მომხმარებლისთვის ევროპული უმაღლესი ხარისხის ბრენდების შემოტანა დავიწყეთ. „ევროპროდუქტის“ იმპორტირებული ნაწარმი უმაღლესი ხარისხის ნატურალური, გემრიელი, ეკოლოგიურად სუფთა და დანამატებისგან თავისუფალი ევროპული პროდუქტების მრავალფეროვან ასორტიმენტს წარმოადგენს. მალე გავიზარდეთ და გავხსენით მაღაზიათა ქსელი “ევროპროდუქტი”, ფილიალების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ჩვენი მიზანია შევქმნათ უმაღლესი ხარისხის პროდუქტების მიმწოდებელი მაღაზიათა ქსელი საქართველოში, სადაც ყოველდღიურად შემოგთავაზებთ საუკეთესო ხარისხის ევროპული და ქართული წარმოების პროდუქციას თქვენთვის მისაღებ ფასად და შეგიქმნით კომფორტულ გარემოს იმისთვის, რომ თქვენს ოჯახებში ყოველთვის იყოს ჯანსაღი, სასარგებლო და ძალიან გემრიელი პროდუქტი.