ბრენდისა და მარკეტინგის მენეჯერი

სუფთა სახლი
მარკეტინგი/PR
თბილისი
ვაკანსია
28-07
28-08


სუფთა სახლის მაღაზიათა ქსელი ქართველ მომხმარებლებს 2013 წლიდან ემსახურება. ჩვენი ისტორია სულ რაღაც ოთხი მაღაზიით დაიწყო და მომხმარებელთა

კეთილგანწყობის დამსახურებით, დღესდღეობით საქართველოს ყველა რეგიონალურ ცენტრსა და დედაქალაქის ყველა უბანში, 153 ფილიალს მოვიცავთ.   

„სუფთა სახლი“ მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგი  კატეგორიის პროდუქცია:  პარფიუმერია;

პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს

შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე მისაღები ფასი. სწორედ ამიტომ  ჩვენს ქსელში ყოველთვიურად შეხვდებით ყველა კატეგორიაში არსებულ სააქციო

პროდუქციას ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად.  

„სუფთა სახლში“ მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 1000-ზე მეტი თანამშრომელი და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც

მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა  ძლიერი გუნდი,  რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.   

ამჟამად მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ აცხადებს ვაკანსიას ბრენდისა და მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. 

პირობები:

  • ადგილმდებარეობა: თბილისი 
  • სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00სთ-18სთ) 

ფუნქცია-მოვალეობები: 

  • ბრენდის ქართულ ბაზარზე პოზიციონირებისა და განვითარებისათვის საჭირო გზების მოძიება, დაგეგმვა და შესრულება; 
  • მარკეტინგული სტრატეგიისა და მიზნების ჩამოყალიბება,  შესაბამისი მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და შესრულება; 
  • მომწოდებლებთან ურთიერთობა; 
  • შესყიდვებისა და გაყიდვების დაგეგმვა და შესრულების კონტროლი; 
  • კონკურენტული გარემოს, ბაზრის ტენდენციების და ბრენდის ზრდის შესწავლა და ანალიზი;  
  • გაყიდვების სტიმულირების კუთხით სხვადასხვა პრომო აქტივობების დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი; 
  • მიმდინარე და პოტენციურ მომხმარებლებთან ურთიერთობა; 
  • თავის მოვლის საშუალებების პროფესიონალური ხაზის ტრენერებთან ურთიერთობა; 
  • სატელევიზიო და სოციალური მედიის სივრცეში აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება; 
  • სარეკლამო კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება; 
  • პრეზენტაციების მომზადება/წარდგენა; 
  • მარკეტინგული ანალიტიკის წარმოება და რეპორტინგი. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება  
  • სამუშაო გამოცდილება მარკეტინგისა და გაყიდვების სფეროში 
  • რუსული და ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია) 
  • Microsoft Office-ის  ცოდნა მაღალ დონეზე 
  • მათემატიკური უნარები 
  • მართის მოწმობა  B კატეგორია (სასურველია) 

დამატებითი უნარები: 

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება 
  • დროის მართვის უნარი 
  • როგორც გუნდური, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი 
  • კრეატიულად აზროვნების უნარი 
  • შედეგზე ორიენტირებული 

(სასურველია კანდიდატს ქონდეს საკუთარი მსუბუქი ავტომობილი; სამსახურისთვის საჭირო საწვავი ანაზღაურდება) 

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრეინინგებს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას. 

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge .   

გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი თანამდებობა „ბრენდისა და მარკეტინგის მენეჯერი“. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"

საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები „სუფთა სახლი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო,

მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. 

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს. 

გისურვებთ წარმატებას!