საწყობის თანამშრომელი

სუფთა სახლი
საწყობის თნამშრომელი
თბილისი
ვაკანსია
04-12
04-01


მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ დაარსდა 2009 წელს. თავდაპირველად  მაღაზიები მხოლოდ დედაქალაქში იხსნებოდა, თუმცა 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღესდღეობით საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში არის წარმოდგენილი 160 ფილიალით.

„სუფთა სახლი“ მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგი  კატეგორიის პროდუქცია:  პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე მისაღები ფასი. სწორედ ამიტომ  ჩვენს ქსელში ყოველთვიურად შეხვდებით ყველა კატეგორიაში არსებულ სააქციო პროდუქციას ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად. 

„სუფთა სახლში“ მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 1000-ზე მეტი თანამშრომელი და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა  ძლიერი გუნდი,  რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.  

მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროდუქციის დასაწყობება;
  • პროდუქციის აგროვება;
  • ტვირთის მიტანა სატრანსპორტო საშუალებამდე;
  • ტვირთის დაცლა;
  • საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება;
  • საწყობის დალაგება.

მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრეინინგებს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge  გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „საწყობის თანამშრომელი“.

მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები „სუფთა სახლი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!