ავტო-გასამართი სადგურის ჩამსხმელი ოპერატორი

ბიოდიზელი ჯორჯია
ავტო-მოტო სერვისი
თბილისი
ვაკანსია
04-08
04-09


კომპანია "ბიოდიზელი ჯორჯია"  აცხადებს ვაკნსიას ავტო-გასამართი სადგურის ჩამსხმელი ოპერატორის პოზიციაზე.

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი ცვლა ყოველ მესამე დღეს;
  • შრ. ანაზღაურება: 1 ცვლაში 40 ლარი.
  • სამუშაო ადგილი: ორთაჭალა

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლისათვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტის დაცვით;
  • ავტომობილების საწვავით გამართვა;
  • სალარო აპარატისა და საბანკო ტერმინალის ოპერაციების შესრულება;
  • მომხმარებლებისთვის კომპანიაში არსებული აქციების შეთავაზება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: საშუალო (უმაღლესი განათლება ჩაითვალება უპირატესობად);
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები: MS Windows-დონე: ელემენტარული;
  • რუსული და ინგლისური ენა: სასურველია სალაპარაკო დონეზე;

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელური; გაწონასწორებული და თავაზიანი; შრომისმოყვარე და ენერგიული; მოტივირებული და ორგანიზებული; დისციპლინირებული; პასუხისმგებლობის მქონე. 

შერჩეული კანდიდატები სამუშაოს დაწყებამდე გაივლიან სპეციალურ სწავლებას კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტის მიხედვით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@biodiesel.ge. გთხოვთ ველში subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დამატებითი ინფორმაციისთვის სამუშაო საათებში (10:00-19:00), დაგვიკავშირდით: +995 588 88 40 50