ბარისტა

კაფეთა ქსელი პიატო
ბარისტა
თბილისი
ვაკანსია
07-09
07-10


კომპანია ბიბლუსის კაფეთა ქსელი "პიატო" აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • სასურველია სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობა:

  • ცხელი და ცივი ყავის სხვადასხვა სახეობების მომზადება;
  • სხვადასხვა არაალკოჰოლური სასმელების მომზადება;
  • შეკვეთის სწრაფად და მაქსიმალურად სტანდარტების დაცვით მომზადება;
  • მენიუში არსებული პროდუქციის ასორტიმენტის სრულყოფილად ცოდნა;
  • შეკვეთის მიღება და მისი პროგრამულად გატარება;
  • ანგარიშსწორება.

აუცილებელი უნარები:

  • შრომისმოყვარეობა,
  • ორგანიზებულობა,
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,
  • კომუნიკაბელურობა.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, კანდელაკის ქ. 7.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@piatto.ge 2020 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!