მორიგე ექიმი
გერმანული ჰოსპიტალი
სამედიცინო
თბილისი
ვაკანსია
27-08
27-09
სამედიცინო
თბილისი
ვაკანსია
27-08
27-09
ს.ს. „გერმანული ჰოსპიტალი“ აცხადებს ვაკანსიას ბავშვთა მიმღები და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში მორიგე ექიმის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კოსმონავტების 45ა;მტკვრის მარცხენა სანაპირო;
სამუშაო გრაფიკი: მორიგეობა.
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტის მართვა
- პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და მონიტორინგი;
- პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად რეფერალის განსაზღვრა და შესაბამისი პროფილით გადამისამართება;
- პაციენტის /მისი მეურვის ინფორმირება მკურნალობის სქემის შესახებ.
- მის კომპეტენციაში შემავალი სამედიცინო და არასამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება მოქმედი მარეგულირებელი აქტების, გაიდლაინების/პროტოკოლების და სტანდარტების მიხედვით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- სავალდებულოა საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაუდებელ მედიცინაში.
- სავალდებულოა ექიმად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- უცხო ენების /ინგლისური, რუსული/ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
- სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა.
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@hgh.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შესაბამის კანდიდატებთან.
ს.ს. „გერმანული ჰოსპიტალი“ მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.