უსაფრთხოების მიმართულებით გენერალური დირექტორის თანაშემწე

ალგანი
დაცვა
თბილისი
ვაკანსია
07-10
07-11
2000


დაცვის კომპანია “ალგანი” აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების მიმართულებით გენერალური დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე.

ძირითადი ვალდებულებები: 

  • გენერალური დირექტორის ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიური ჩართულობა;
  • კომპანიის სტრატეგიული გეგმის შესრულებაში მონაწილეობის მიღება;
  • დაგეგმილ შეხვედრებსა და ღონისძიებებზე მონაწილეობის მიღება;
  • გენერალური დირექტორის დავალებით სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიება, გაანალიზება და შემაჯამებელი დოკუმენტების მომზადება;
  • გენერალური დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების და გაცემული დავალებების შესრულების შემოწმება და შემოწმების შედეგების შესახებ დირექტორის ინფორმირება;
  • ფიზიკური დაცვისა და ტექნიკური სამსახურების საქმიანობაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
  • ცოცხალი ძალით დაცულ ობიექტებზე მცველების მუშაობის მონიტორინგი;
  • ცოცხალი ძალით დაცვის სტანდარტის ფორმირებაში და დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
  • თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

განათლება და სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ძალოვან სტრუქტურაში ან უსაფრთხოების სფეროში მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია ოფიცრის წოდება;
  • ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების  ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მენეჯერული უნარები;
  • ორგანიზებულობა;
  • საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პრაგმატულობა;
  • კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
  • ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 – 19:00 სთ, შაბათს 10:00 – 14:00 სთ.
  • ხელზე ასაღები ანაზღაურება: 2000 ლარი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ  გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  hr@algani.ge

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.